ინტელექტ-ჩემპიონატის 2022 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის პირველი სამეული ცნობილია
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2022 წლის მეორე პერიოდის ღონისძიება-კონკურსი 14 დეკემბერს დისტანციურ ფორმატში ჩატარდა. ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვნენ.
„ეტალონის“ 2022 წლის მეორე პერიოდის კონკურსის პირველი სამეული ასეთია:
პირველი ადგილი დაიკავა
შუახევის მუნიციპალიტეტის საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის გრიგოლ ხანძთელის
სახელობის სკოლის XI კლასის მოსწავლე ლადო ფუტკარაძემ. მან 82 ქულა დააგროვა და ამისთვის 5 წუთი და 14 წამი დასჭირდა. მეორე ადგილი 81 ქულით
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ხატია ბიწაძემ მოიპოვა. მან ეს ქულა 6 წუთსა და 1 წამში დააგროვა. 77 ქულა 5 წუთსა და 38 წამში დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ლადო სიჭინავა. საპრიზო ადგილებზე გასულ სამეულს გადაეცათ დიპლომები და განათლების სამინისტროს სახელით ტექნიკის ვაუჩერები - პირველი ადგილი 1000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილი 800-ლარიანი ვაუჩერი და მესამე ადგილი 500-ლარიანი ვაუჩერი.
ცნობისათვის, მიმდინარე წლის აპრილიდან ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 34 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა. გამოვლენილ გამარჯვებულებს შორის 2022 წლის მეორე ეტაპის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად, LIVE რეჟიმში გაიმართა.
გამოვლენილი „ეტალონი მოსწავლეები“, თავის მხრივ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ჩატარებული პირველი და მეორე ეტაპების დისტანციური კონკურსების შედეგად შეირჩნენ.
კონკურსის მიმდინარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ:რუბრიკა „ეტალონი“