„9 აპრილი ქართველი ერის მოუშუშებელი ჭრილობა“- ჩხორიის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
18-04-2018
ჩხორიის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ინიციატივით 9 აპრილს ღონისძიება მიუძღვნეს.
ღონისძიების თემა იყო - „საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი“, „9 აპრილი -ქართველი ერის მოუშუშებელი ჭრილობა - „დღე გლოვისა, მაგრამ ამავდროულად დღე გამარჯვებისა“
„ნიკეს“ სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაია არახამია ხელმძღვანელობს.
ღონისძიებას მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.
მოსწავლეებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, კედლის გაზეთის სპეციალური ნომერი გამოუშვეს და ნახატების გამოფენა მოაწყვეს.
ღონისძიებაზე 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენა უშუალოდ ამ ამბის მომსწრემ- ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ინგა სამუშიამ.
ღონისძიება სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს.