რომელი საგნის მასწავლებლებმა უნდა დაწერონ სემესტრის ბოლოს ჩათვლა ქულის ნაცვლად?
17-12-2022

სემესტრის ბოლოს V-XII კლასებში სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში, საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“, ასევე არჩევით საგნებში მოსწავლე ჩათვლის სისტემით (ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა) უნდა შეფასდეს, - ამის შესახებ ეროვნულ სასწავლო გეგმაშია განმარტებული.

აღსანიშნავია, რომ ზოგ შემთხვევაში მოსწავლეები არჩევით საგნებს არასერიოზულად აღიქვამენ, რადგან მიიჩნევენ, რომ საგანი, რომელშიც განმსაზღვრელი შეფასება არ იწერება, „ქულას ვერ გაუფუჭებს“. რეალურად კი ჩამოთვლილი საგნები მნიშვნელოვან როლს თამაშობს, საბოლოოდ, მოსწავლის წლიურ შეფასებაზე.

სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეს კლასი დაძლეულად ჩაიეთვლება, მის მიერ კონკრეტული კლასის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) იქნება 5.0 ან მეტი და ასევე მას მიღებული ექნება ჩათვლა იმ საგნებში, რომელშიც ამ ტიპის შეფასებაა (ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა) განსაზღვრული. თუ მოსწავლე ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, ის კლასიდან კლასში ვერ გადავა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203