„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მოსწავლეები სასკოლო ბიბლიოთეკით, რომელიც ეფუძნება მოსაზრებათა პლურალიზმს და უზრუნველყოფს მოსწავლის ყოველმხრივ განვითარებას, მის მიერ ქვეყნის თვითმყოფადობის, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისა და კულტურული მრავალფეროვნების შეთვისებას“, - ასეთია სკოლის ბიბლიოთეკების მიზნის განმარტება ზოგადი განათლების შესახებ კანონში.
სასკოლო ბიბლიოთეკების გამოყენების უფლება აქვთ როგორც მოსწავლეებს, ასევე პედაგოგებსა და სკოლის პერსონალს, შესაბამისად, ლიტერატურა მორგებული უნდა იყოს მათ ინტერესებზე.
კანონის თანახმად, აკრძალულია სასკოლო ბიბლიოთეკებში წიგნების ცენზურა, თუმცა დაშვებულია ნეიტრალური შეზღუდვები, რაც იმას ნიშნავს, რომ დირექციას უფლება აქვს, სასკოლო ბიბლიოთეკაში არ ჰქონდეს ისეთი წიგნები, რომლებიც არასრულწლოვნებისთვის შეუსაბამოა.
„დაუშვებელია სასკოლო გამოცემათა სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და სასკოლო ბიბლიოთეკაში წიგნების ცენზურა. ეს ნორმა არ ზღუდავს სკოლას, დააწესოს არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვები, რათა უზრუნველყოს არასრულწლოვანთა დაცვა ასაკის შეუსაბამო ლიტერატურის მავნე ზეგავლენისაგან“, - წერია კანონში.