რა შემთხვევაშია დაშვებული სკოლებში ფულის აგროვება? - გამონაკლისი
18-12-2022

სკოლაში თანხის აგროვება იკრძალება, თუნდაც ეს მოსწავლეებისთვის უკეთესი გარემოს შექმნის მიზნით იყოს განპირობებული (მაგ: კლასის გარემონტება, ავეჯის შეძენა და ა.შ)

„სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფინანსური სახსრების ან სხვა სიკეთის გამოძალვა“, - წერია კანონში. ეს ჩანაწერი ეხება როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს. კერძოდ, დაუშვებელია ერთმა მოსწავლემ მეორეს ფული გამოსძალოს და ასევე აკრძალულია, პედაგოგმა მოსწავლეებს რაიმე მიზნით ფინანსური ხარჯი დააკისროს. მიუხედავად ამისა, ამავე დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც სკოლაში ფულის აგროვება დაშვებულია.

„მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ საქველმოქმედო მიზნებისათვის, დადგენილი წესით მოიზიდონ ნებაყოფლობითი შემოწირულობები“, - წერია კანონში და განმარტებულია, რომ ფინანსური სახსრების ან სხვა სიკეთის გამოძალვა დაუშვებელია მაშინაც, თუ ეს საქველმომედო მიზნებს ემსახურება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203