ბაღებში არდადეგები ვირუსების გამო ნაადრევად დაიწყება? - სააგენტო აქტუალურ კითხვას პასუხობს
13-12-2022
ქვეყანაში გრიპის ვირუსების მხრივ ვითარება საკმაოდ რთულია; ამბობენ, რომ საავადმყოფოებში განსაკუთრებით ბავშვთა მიმართვიანობამ იმატა. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ სკოლებისთვის, ზამთრის არდადეგების გრაფიკის ცვლილების რეკომენდაციის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ დგას, თუმცა საინტერესოა, ხომ არ იგეგმება ამ მიმართულებით ცვლილება ბაღებში?

საბავშვო ბაღებში ვირუსების გამო საახალწლო არდადეგები ნაადრევად ხომ არ დაიწყება? - ეს კითხვა დღეს საკმაოდ აქტუალურია და სწორედ ამიტომ, დეტალების გასარკვევად, etaloni.ge თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც გვიპასუხეს, რომ აღნიშნული საკითხი არ განიხილება და აღსაზრდელებს იმ ვადებში დაითხოვენ, რომელიც აქამდე იყო განსაზღვრული. ასე რომ, თბილისის საბავშვო ბაღებში არდადეგები 29 დეკემბერის შემდეგ დაიწყება და საბავშვო ბაღები 30 დეკემბერს დაისვენებენ - საახალწლო დასვენებების ხანგრძლივობა ცნობილია



იხილეთ ასევე:

ვირუსების გამო სკოლებს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის რეკომენდაცია არ ეძლევათ
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203