გორის პირველი სკოლა შიდა ქართლის მასშტაბით პირველია, სადაც ეკოჰაბი მოეწყო
18-04-2018

გორის N1 საჯარო სკოლაში ეკოჰაბი - თავისუფალი მწვანე სივრცე გაიხსნა. 

ეკოჰაბის გახსნას პროექტის მონაწილე მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და პროექტის კოორდინატორებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

ინიციატივა პროექტ ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა ,,კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) ხელშეწყობითა და ,,ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის“ (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. 

ეკოჰაბის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, არასამთავრობო, სამეცნიერო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ადგილზე არსებული შესაძლებლობების განვითარება, სათემო და სამოქალაქო ინიციატივების ხელშეწყობა, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვაში თანამედროვე მიდგომებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა. 

გორის პირველი სკოლა შიდა ქართლის მასშტაბით პირველია, სადაც ეკოჰაბი მოეწყო. აღნიშნული სკოლის შერჩევა ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად გამართულ კონკურსში პირველსკოლელ მოსწავლეთა გუნდის მიერ გასულ წელს მოპოვებულმა გამარჯვებამ განაპირობა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203