მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 15 დეკემბერს, 17:00 საათზე გთავაზობთ ვებინარს მუსიკის მასწავლებლებისთვის, სადაც განხილული იქნება პროექტი - „ქართველი ქალი კომპოზიტორები“.
პროექტი „ქართველი ქალი კომპოზიტორები“ მიმდინარე წელს განხორციელდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული დიდი კვლევითი, საძიებო და შემოქმედებითი სამუშაოს შედეგად შეიქმნა ვებ-გვერდი, რომელზეც 10 ქართველი კომპოზიტორი ქალის შემოქმედებისა და ცხოვრების ამსახველი ინფორმაციაა განთავსებული, წერილობითი, სანოტო, ფოტო, აუდიო, ვიდეო ფაილების სახით. მათ შორის ბევრი აღმოჩენაა, როგორიცაა, მაგალითად, ბარბარე ამირეჯიბი - პირველი კომპოზიტორი ქალი, მოსკოვის კონსერვატორიის კურსდამთავრებული (1873), გამოჩენილი პიანისტი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.
ვებინარს გაუძღვება: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტი - რუსუდან თაყაიშვილი.
ვებინარის სტუმრები იქნებიან პროექტის „ქართველი ქალი კომპოზიტორები“ სამუშაო ჯგუფის წევრები: ლელა მაქარაშვილი (ავტორი), მარიკა ჩიჯავაძე, თამარ წულუკიძე, მერი შეყილაძე.