მასწავლებლებს შეუძლიათ, მოსწავლეებს ისე დაუწერონ ნიშანი, რომ მიღებულმა ქულამ სემესტრულ შეფასებაზე გავლენა არ მოახდინოს. ამის საშუალებას ელექტრონული ჟურნალი იძლევა.
თუ არ გსურთ, რომ დაწერილი ქულა სემესტრული შეფასების კალკულაციაში მონაწილეობდეს, გაითვალისწინეთ შემდეგი:
ჟურნალში სასურველი კლასისა და საგნის არჩევის შემდეგ, მოსწავლის შეფასებისას აირჩიეთ შეფასების ტიპი. ქულების ჩამონათვალთან ერთად ჩანს ველი „მონაწილეობს სემესტრული ნიშნის გამოთვლაში“, რომელიც ავტომატურად არის მწვანედ მონიშნული. თუ გსურთ, რომ დაწერილმა ქულამ სემესტრულ შეფასებაზე გავლენა არ მოახდინოს, მოხსენით მონიშვნა, აირჩიეთ სასურველი შეფასება და აირჩიეთ ღილაკი „შენახვა“.