ელექტრონული ჟურნალი მასწავლებელთა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა, თუმცა მაინც არსებობს კითხვები, მაგალითად, შესაძლებელია თუ არა ჟურნალში მოსწავლეების რაოდენობის რედაქტირება (ჩამატება ან ამოშლა)? აქვს თუ არა მასწავლებელს უფლება, თავად შეიტანოს ცლილებები მოსწავლეთა სიაში? როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი, თუ ელექტრონულ ჟურნალში რაიმე ინფორმაცია ასახული არაა?
მოსწავლეების სიის შეცვლა ან რედაქტირება ელექტრონულ ჟურნალში არ ხდება. არც პედაგოგს შეუძლია მოსწავლეთა სიაში ცვლილებების დამოუკიდებლად შეტანა. მონაცემების შეცვლა შესაძლებელია სისტემა eSchool - ში, საიდანაც ინფორმაცია ელექტრონულ ჟურნალში აისახება 24 საათის განმავლობაში. პროგრამა eschool-ში კი მონაცემები სკოლის ადმინისტრაციამ უნდა შეიტანოს.
თუ ელექტრონულ ჟურნალში გარკვეული ინფორმაცია არ ჩანს, პირველ რიგში, საჭიროა eSchool - ში მონაცემების გადამოწმება. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემებში იქნება ცდომილება, სკოლის ადმინისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზს უნდა დაუკავშირდეს.