წყალთბილის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე იზეიმეს.
მოსწავლეებმა ქართული დამწერლობის შესახებ ისაუბრეს, ქართული ენის სადიდებელი ლექსები წაიკითხეს და პატრიოტული თემატიკის სიმღერები იმღერეს.
გაიმართა პრეზენტაცია, მოსწავლეებმა 14 აპრილის დედა ენის დღედ დაარსების შესახებ ფილმი ნახეს.
მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი გამოუშვეს.
სკოლაში ასევე გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი. კონკურსის მონაწილეები და გამარჯვებულები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები