შეირჩა 300-ზე მეტი საგნობრივი ექსპერტი და 2070-მა სკოლამ თვითშეფასება პირველად გააკეთა - რა გაკეთდა სკოლების ავტორიზაციისთვის
15-12-2022
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს სკოლების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა განორციელდა რომელიც ავტორიზაციის საკითხს უკავშირდებოდა.

აღნიშნულის ფარგლებში 2022 წლის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, თვითშეფასება პირველად განახორციელდა 2,070 საჯარო სკოლაში;

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების არსებითად განახლების მიზნით, მომზადდა „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პროექტი, რომელიც ძალაში შევა 2023 წლის დასაწყისში;

აღსანიშნავია, რომ 146 პირს სერტიფიცირების საფუძველზე მიენიჭა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის სტატუსი და ასევე, საგნობრივი ექსპერტების კონკურსის საფუძველზე სხვადსხვა საგნობრივი ჯგუფების შესაბამისად შეირჩა 331 ზოგადი განათლების საგნობრივი ექსპერტი;

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის მოქმედი სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა 120-მდე კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების განმეორებითი ავტორიზაციის ადმინისტრაციული წარმოება;
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203