მარტვილის N1 საჯარო სკოლა სხვადასხვა პროექტში აქტიურადაა ჩართული.
სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტის „განათლება გვაძლევს თავისუფლებას“ ფარგლებში სკოლაში მე-8 და მე-11 კლასის მოსწავლეები სხვადასხვა საგანში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.
მოსწავლეები სხვადასხვა კონფერენციისა და პროექტის გამარჯვებულებიც არიან.
მათ საპრიზო ადგილები დაიმსახურეს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „მეცნიერება იწყება სკოლიდან“, სარაიონო სასწავლო-შემექმედებით კონფერენციაში, მხატვრული წერის ოლიმპიადა „სენტენციაში“ და ლიტერატურული პრემიაში „ამირანი“.
სკოლაში გასვლითი ღონისძიებებიც აქტიურად ტარდება.
მე-6 კლასის მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელთან ერთად მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმყოფებოდნენ.
იხილეთ ფოტოები