ნადაბურის საჯარო სკოლაში დედა ენას ხოტბა შეასხეს
18-04-2018
ნადაბურის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე აღნიშნეს. 

ღონისძიებაში I - II - III კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ორგანიზება კლასის ხელმძღვანელებმა მიმოზა სიჭინავამ, მერი არევაძემ, ნანა ნოზაძემ გაუწიეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა, დედა ენას ხოტბა შეასხეს, ქართული ენის სადიდებელი ლექსები წაიკითხეს და დედა ენის შექმნასა და იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს.

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203