პენსიისა და მასწავლებლების ხელფასების ზრდა გადაწყვეტილია - 2023 ბიუჯეტი
15-12-2022

2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ მიმართულებებს, რომელთაც ანაზღაურების ზრდა ეხებათ.

ხუციშვილის განმარტებით 2023 წლიდან იზრდება პენსიები - 70 წლის და უფროს ასაკის პირები, მაღალმთაში მიიღებენ 438 ლარს, ხოლო სხვაგან - 365; ასევე იზრდება 70 წლამდე პირთა პენსიაც - 35 ლარით; მაღალმთაში ისინი მიიღებენ 354 ლარს, ხოლო სხვაგან - 295-ს.

ფინანსთა მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა სტატუსიანი პედაგოგების ანაზღაურებაზე და აღნიშნა, რომ დანამატი იზრდება 125 ლარით, ასევე ხელფასის ზრდა ეხებათ სპეცმასწავლებლებსა და მანდატურებს, ხოლო სკოლის ადმინისტრაციის, ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკების ხელფასები გაიზრდება 10%-ით, პროფესიული სასწავლებლების პედაგოგების საათობრივი ანაზღაურება კი 20 ლარამდე.

ხუციშვილმა ასევე ისაუბრა მასწავლებელთა დეკრეტული შვებულების ანაზღაურებაზე და განაცხადა, რომ ისინი სრულ ხელფასს მიიღებენ, ხოლოდ კერძო სექტორში დასაქმებულები, ერთჯერადად 2000 ლარს.

იხილეთ ასევე:

„შემიძლია მასწავლებლებს ვახარო - დეკრეტის ანაზღაურება გექნებათ ხელფასის სრული ოდენობით“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203