ბაღებში მონიტორინგი შევიდა - მოწმდება დოკუმენტაცია და სამზარეულოები
15-12-2022

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის განყოფილების ჯგუფები ბაღებში შევიდნენ.

ამჯერად, მონიტორინგის სპეციალისტებმა ისნისა და სამგორის რაიონების ბაღებში, დეტალურად შეამოწმეს სამზარეულოები, საკვები პროდუქტების საწყობები, საკვების მომზადების პროცესი, სააღმზრდელო ჯგუფებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, ასევე, ბავშვთა აღრიცხვიანობისა და საქმის წარმოების დოკუმენტაცია.

აღსანიშნავია, რომ ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, ადმინისტრაციას ეძლევა მათი აღმოფხვრის რეკომენდაცია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203