სკოლებისთვის სარეზერვო ბიუჯეტი იქმნება - დეტალები
15-12-2022

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აჭარის  ა/რ 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტი განიხილეს, სადაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ დეტალურად ისაუბრა ყველა დაგეგმილი ცვლილების შესახებ, მათ შორის 8 საჯარო სკოლისთვის სარეზერვო ბიუჯეტის შექმნაზე

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სარეზერვო ბიუჯეტის შექმნის მიზანია, მასქიმალურად სწრაფად მოხდეს სტიქიური უბედურობისას სკოლებისთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრა.  

„ახალი ღონისძიება, 8 საჯარო სკოლის შენობების, ეზოებისა და ტერიტორიებისთვის გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესასრულებლად ხარჯებისთვის - 300 ათასი ლარის ოდენობით თანხის გამოყოფას ითვალისწინებს.  

მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წელს გვქონდა სტიქიური ზონები, რომლებიც სკოლებთან ძალიან ახლოს იყო და იმისთვის რომ მაქსიმალურად გამარტივებული იყოს პროცედურები და სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება ამ ტიპის გამოწვევებზე იქმნება სარეზერვო ბიუჯეტი სკოლებში, რომლის ხარჯვა საჭიროებისამებრ მოხდება“, - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203