ხუნწის საჯარო სკოლაში მხატრული კითხვის კონკურსი გაიმართა
18-04-2018
ხუნწის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს კვირეული მიუძღვნეს.
კვირეულის ფარგლებში საღამო - „ქართული ენა, ესე შემკული და კურთხეული“ ჩატარდა. ღონისძიებას რესურსცენტრის წარმომადგენლები - უფროსი სპეციალისტი ბუთხუზ წულაია და ბუღალტერი ირაკლი დიხამინჯია ესწრებოდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა დედა ენაზე დაწერილი ლექსები და ქართველი მწერლების ციტატები წაკითხეს, იმღერეს და მინი სპექტაკლი დადგეს.
სკოლის მოსწავლეები ასევე კალიგრაფიის კონკურში - „კალიგრაფიის მარგალიტები“ და მხატრული კითხვის კონკურში „პოეზიის ინტეგრალები“ მონაწილეობდნენ.
კონკურსის გამარჯვებულები საზეიმო საღამოზე სკოლის დირექტორმა მალხაზ წირღვავამ დააჯილდოვა. საღამოს ორგანიზება ნინო დანელიამ გაუწია.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.