ჭიკაანის საჯარო სკოლაში ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“ დაამზადეს
18-04-2018
ჭიკაანის საჯარო სკოლაში ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“ შექმნეს. წიგნი ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა მასწავლებლის მეთვალყურეობით დაამზადეს.
პოემის ტექსტი მრგლოვანი და ნუსხური ანბანით დაიწერა.
წიგნის რედაქტორი მარიამ კილასონია გახლდათ.
მოსწავლეებმა წიგნი მასწავლებლებს წარუდგინეს და მათგან ქებაც დაიმსახურეს.