აღსანიშნავია, რომ ტესტირების ჩატარების პერიოდი უცნობია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის, თარიღს ვერც განათლების სამინისტროში გვეუბნებიან. ტესტირება სავარაუდოდ 2023 წელს ჩატარდება, კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, კონკურსანტს საშუალება ეძლევა გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე.