სათხის საჯარო სკოლაში ხშირად ტარდება ღონისძიებები ქართულ ენაზე.
სკოლის სააქტო დარბაზში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებას მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და სტუმრები ესწრებოდნენ.
მონაწილეობდნენ მეორე, მეოთხე, მეხუთე, მეათე და მეთერთმეტე კლასების მოსწავლეები, ღონისძიება დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით.
მოსწავლეებმა დედა ენის დღის ისტორიასა და იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს.
სკოლის წარმომადგენლების თქმით, მათ დიდი სიამოვნებითა და ენთუზიაზმით წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ქართული კლასიკური და ხალხური სიმღერები. ბავშვებმა იცეკვეს ქართული, აჭარული, ხევსურული ცეკვები. ღონისძიების დასასრულს მეათე კლასის გოგოებმა ძალიან ლამაზად იცეკვეს „კინტაური“.
ღონისძიება-კონცერტი ჩატარდა ძალიან კარგად და მხიარულად.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან სკოლის ქართული ენის მასწავლებლები ელმირა ბროიანი და რუზანნა ისოიანი.
იხილეთ ფოტოები