ვინ გახდა ზემო ქედის N2 საჯარო სკოლის ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული
18-04-2018
ზემო ქედის N2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური ვიქტორინის „რა? სად? როდის?“ გაზაფხულის სეზონის  ფინალი ჩატარდა.
 
ვიქტორინაში მონაწილეობდნენ  მე-9, მე-10 და მე-11კლასის გუნდები: „კრეატივი“,  „გუგლი“ და „ბესთი“ .  

ფინალი საინტერესოდ და ცვალებადი უპირატესობებით მიმდინარეობდა. გუნდს გამარჯვებისთვის ექვსი ქულა უნდა მოეპოვებინა.  კონკურსში სულ ათი კითხვა დაისვა და 6 სწორი პასუხი მე-11 კლასის გუნდმა „კრეატივმა" გასცა.  სეზონის გამარჯვებულიც სწორედ ის გახდა. 
მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ. 

სკოლის დირექციის შეფასებით, აღნიშნული ტიპის კონკურსები მოსწავლეების ჩართულობასა და განვითარებას უწყობს ხელს.  

მონაწილეების განცხადებით, ვიქტორინამ საინტერესოდ ჩაიარა.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203