ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომლებიც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებას ახორციელებენ, შესაძლებლობა ექნებათ 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით, რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში პირველადი რეგისტრაცია გაიარონ.
აღნიშნულ ინიციატივას „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა, მესამე მოსმენით, 82 ხმით, ერთხმად მიიღო.
პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის წევრების ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტი, პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილებოდა.
იხილეთ:
ბაღებს რეგისტრაციის ვადა გაუხანგრძლივდათ - პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო
აღმზრდელებს გამოცდას „ნაეკი“ ჩაუტარებს და მათ სტატუსები მიენიჭებათ - „ამას მოჰყვება შესაბამისი სახელფასო პოლიტიკაც“