ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს
18-04-2018
ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის I-IV კლასის მოსწავლეები დედა ენის დღესთან დაკავშირებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი და დედა ენის ძეგლი დაათვალიერეს. სახლ-მუზეუმის ეზოში ღია გაკვეთილი - ,,თუ დედა ენით არ ხარ გაზრდილი“ ჩატარდა.

ექსკურსიიდან შთაბეჭდილებებით დაბრუნებულმა მოზარდებმა კი ღონისძიება „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!“ გამართეს. 

მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და პრეზენტაცია მოაწყვეს. პრეზენტაციაზე სკოლის აღსაზრდელებმა დამსწრე საზოგადოებას აჩვენეს თუ რატომ აუგო ქართველმა ხალხმა დედა ენას ძეგლი.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლასის დამრიგებელები ნანა ხუნაშვილი და ნაირა ყოჩიაშვილი მოსწავლეებით ამაყობენ.

„მშობლები მადლიერებას გამოთქვამენ ღირსახსოვარი დღის აღნიშვნისთვის. მართლაც, სკოლაში მოსული მოსწავლე ხომ დედა ენის გაშლიდან სამშობლოს სიყვარულს სწავლობს. ესაა ძეგლი უკვდავებისა და თაყვანისცემის სიმბოლო“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203