კერძო სკოლებისა და კერძო ბაღების მასწავლებლები 2000 ლარს მიიღებენ დეკრეტულ შვებულებაში გასვლისას
16-12-2022

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, „შრომის კოდექსის“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი მომზადდა, რომელიც პარლამენტმა 86 ხმით, ერთხმად მიიღო.

ცვლილებების თანახმად, ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაზე გასაცემი დახმარება მნიშვნელოვნად იზრდება და 2023 წლის 1 იანვრიდან, მისი ოდენობა 2000 (არაუმეტეს) ლარით განისაზღვრება.

აღსანიშნავია რომ ცვლილება, კერძო სკოლებისა და კერძო ბაღების პედაგოგებსა და აღმზრდელებსაც ეხებათ - როგორც კერძო სექტორში დასაქმებულები, ისინი ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის და ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში, სახელმწიფოსგან 2000 ლარს მიიღებენ.


იხილეთ ასევე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203