გორის N1 საჯარო სკოლაში, მე-7 და მე-9 კლასებში, წიგნის საჯაროდ კითხვის გაკვეთილები ჩატარდა. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მათთვის საყვარელი მწერლების ნაწარმოებები წაიკითხეს.
აღნიშნული აქტივობა „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს“ მიეძღვნა, რომელსაც ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ და მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონს აღწევს.
სკოლის დირექციამ და მონაწილეებმა აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა ვერიკო სებისკვერაძეს გადაუხადეს.
მონაწილეთა შეფასებით, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს წიგნის კითხვის პოპულარიზაციას.
იხილეთ ფოტოები