5000-მდე მასწავლებელი გადამზადდა - მინისტრი
19-12-2022

პარლამენტმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა. როგორც თეა ახვლედიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართულ ენაში გადამზადდა სხვადასხვა საგნის და პროგრამის 4000-მდე მასწავლებელი.

„ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის სწავლება პოლიტიკის პირველი რიგის და ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით აღსანიშნავია, რომ ინტენსიურ რეჟიმში წარიმართა ადგილობრივი და ორენოვანი დამხმარე მასწავლებლების გადამზადების პროცესი. მაღალკვალიფიციური კადრების არსებული დეფიციტის დასაძლევად მუნიციპალიტეტებში, მიმდინარე წელს მივლინებულია 207 ქართულენოვანი მასწავლებელი. დამატებით, მასწავლებელთა ენის კომპეტენციისა და პროფესიული განვითარების მიზნით, ქართულ ენაში გადამზადდა სხვადასხვა საგნის და პროგრამის 4000-მდე მასწავლებელი, ისევე როგორც ქართულის, როგორც მეორე ენის 518 მასწავლებელი“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203