რა შემთხვევაში შეამოწმებენ ექსპერტები სკოლებს, ბაღებსა და უმაღლესებს - მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა
18-12-2022

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც, ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია, დაწესებულებისგან და/ან სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ადმინისტრირებად განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებიდან (უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა; პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა; ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა)  გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და/ან გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ.

დოკუმენტის მიხედვით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ისარგებლოს ექსპერტთა აცილების უფლებით. აცილების გამოყენების უფლება არ აბრკოლებს ვიზიტის განხორციელებას.

ამასთნ, თუ დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების დამატებითი საჭიროება, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203