ტირძნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს
18-04-2018
ტირძნისის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის და მათემატიკის პროექტის ფარგლებში, გამოფენა - ,,სწავლა კეთებით“ მოაწყვეს.
აღნიშნულ საგნებს სკოლის აღსაზრდელებს ნინო ბუჩუკური და მაია დემურიშვილი ასწავლიან.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა შეძლეს მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება, გამოავლინეს საკუთარი ინტერესები, ინტელექტი და შემოქმედებითი უნარები. მოზარდებმა ასევე შექმნეს მოდელები და რესურსი სასწავლო პროცესისათვის. მოაწყვეს საკუთარი ნამუშევრების გამოფენა.
სკოლის დირექციამ პროექტში მონაწილე მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.
„გამოფენამ მასწავლებლების და მოსწავლეების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.