მშპ განათლებაში 624 მილიონი ლარი გახდა - საქსტატი 2022 წლის III კვარტალს აჯამებს
19-12-2022
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 19 284.3 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.8 პროცენტი შეადგინა.
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა წინაწლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მხოლოდ 2.5% იყო განათლების მიმართლებით. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის III კვარტალში განათლების მიმართულებით მთლიანი შიდა პროდუქტი 555.2 მილიონს შეადგენდა, ხოლო 2022 წლის იგივე პერიოდში 624 მილიონი.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მესამე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა - ინფორმაცია და კომუნიკაციის დარგმა (74.9 პროცენტი); ხოლო ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგში -14.3 პროცენტი