ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების გმირები განასახიერეს
18-04-2018
ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. პირველი და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, ამ დღის აღსანიშნავად, ლექსები წაიკითხეს და იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების გმირები განასახიერეს.
სკოლის დირექციის ინფორმაციით, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.
ქართველი პედაგოგი, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, 1840 წლის 27 ოქტომბერს სოფელ ვარიანში დაიბადა.
აღსანიშნავია გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები. „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ . ამავდროულად, ის ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია.
იაკობ გოგებაშვილი 1912 წლის 14 ივნისს გარდაიცვალა. იხილეთ ფოტოები