დიდი სმადის საჯარო სკოლაში ქართული ენის მრავალწლიან ისტორიაზე ისაუბრეს
18-04-2018
დიდი სმადის საჯარო სკოლაში დედა ენას ღონისძიება - „ო, ენავ ჩემო“ მიუძღვნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ქართული ენის მნიშვნელობასა და მრავალწლიან ისტორიაზე ისაუბრეს და აღნიშნეს რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დედაენის დღეს აღნიშნავენ.

ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებმა სხვადასხვა საცეკვაო ნომრები შეასრულეს. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203