ჯვარას საჯარო სკოლაში ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
18-04-2018
ჯვარას საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს ღონისძიება - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა" მიუძღვნეს. ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებიც მონაწილობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ცისანა ჩარკვიანმა, დაწყებითების მასწავლებლებმა ნინო რატიანმა და დალი კვიციანმა, ქართული ენის ღირებულებებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მშობლიური ენის ისტორიული წარსული დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნო ისტორიის პედაგოგმა თინა კორძაიამ.
„დღემ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და სახალისო და საინტერესო სკეტჩები შეასრულეს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიებას ამშვენებდა სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლის ჯონი იოსელიანის ნახატი - „დედა ენა“.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. იხილეთ ფოტოები