ვარდისუბნის საჯარო სკოლის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი
18-04-2018

ვარდისუბნის საჯარო სკოლის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ფინანსთა სამინისტროში განხორციელდა.

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ, შემოსავლების სამსახურთან ერთად, ,,ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს'' მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი, ინოვაციების ბანაკი - „გადასახადის გადახდის ეთიკა“.

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 100-მდე მოსწავლემ მიიღო.

თითოეულმა გუნდმა ბიზნესგეგმა და  გადასახადის გადამხდელის ეთიკურობის გაზრდის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.

დღის ბოლოს, გამარჯვებული გუნდი ჟიურიმ გამოავლინა.

გამარჯვებული გუნდის ბიზნესგეგმა და პრეზენტაცია ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ,  ზურა ჯავათხანოვმა წარმოადგინა.

მონაწილე მოსწავლეებმა 123 ქვეყანაში ცნობილი სერთიფიკატი მიიღეს, ხოლო გამარჯვებულ გუნდს სერთიფიკატები და „ჰუავეის“ ჭკვიანი საათები ფინანსთა მინისტრის მოადგილემ,  ლაშა ხუციშვილმა გადასცა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203