განმავითარებელი შეფასების გრაფა კვლავ მიუწვდომელია - როგორ უნდა დაწერონ პედაგოგებმა ჟურნალში კომენტარები?
22-12-2022

ელექტრონულ ჟურნალში განმავითარებელი შეფასებისთვის განკუთვნილი ველი კვლავ მიუწვდომელია.

განმავითარებელი კომენტარებით მოსწავლეები I-IV კლასებში, ასევე V კლასის პირველ სემესტრში ფასდებიან. ელექტრონული ჟურნალის წარმოება სავალდებულო 2020-2021 წლიდან გახდა, თუმცა განმავითარებელი შეფასების ველი გააქტიურებული კვლავ არაა.

სად და როგორ უნდა დაწერონ დაწყებითი კლასის მასწავლებლებმა განმავითარებელი შეფასება?

მასწავლებლებს განმავითარებელი შეფასების ჩაწერა განმსაზღვრელი შეფასებისთვის განკუთვნილ კომენტარის ველში შეუძლიათ. მონიშნეთ „საკლასო“ ან „დამოუკიდებელი“ შეფასება, ქვემოთ კი დაწერეთ კომენტარი.

კომენტარი არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიმბოლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეფასება არ შეინახება. სიმბოლოში იგულისხმება ასოები, რიცხვები, სასვენი ნიშნები...

მოგეხსენებათ,  ელექტრონულ ჟურნალში ცვლილებების შეტანა ბოლო 8 დღის განმავლობაში შეგიძლიათ. თუ ჟურნალში განმავითარებელი კომენტარის ჩაწერა ძველი თარიღით გსურთ, „მოთხოვნის“ ღილაკი უნდა გამოიყენოთ. დირექციასთან მოთხოვნის გაგზავნისას აუცილებელია რედაქტირების ტიპში „განმსაზღვრელი შეფასება“ მიუთითოთ, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, განმავითარებელი შეფასების ველი აქტიური არაა და მისი მოთხოვნის დადასტურების შემდეგ კომენტარს ჟურნალში ვერ ჩაწერთ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203