გავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სცენაზე კლდიაშვილის გმირები გააცოცხლეს
18-04-2018
გავაზის საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა სკოლის სააქტო დარბაზში დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ დადგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სპექტაკლმა და მოყვარულმა მსახიობებმა მიწვეულ სტუმრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.
„მათ გამოავლინეს დიდი სამსახიობო-სახელოვნებო ოსტატობის უნარ-ჩვევები და ნიჭი, რითაც აღაფრთოვანეს დამსწრე საზოგადოება, ემოციები დიდხანს არ ცხრებოდა, მადლობა თითოეულ მონაწილეს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მაკა ჯეირანიშვილს და სკოლის დირექტორს ლელა კაპანაძეს ხელშეწყობისთვის“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.