შთაბეჭდილებებითა და ემოციებით სავსე დღე ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში
18-04-2018
ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მეოთხე კლასი პედაგოგ მარიკა კოჩაძის ხელმძღვანელობით, საბავშვო მწერლებს ნათია აბულაძესა და თამარ ადამიას შეხვდა.

ბავშვებმა წარმოადგინეს ღონისძიება „ქართული მარტო ენაა?!“ შემდეგ კი მწერლებმა პატარებს თავიანთი შემოქმედებიდან ლექსები და მოთხრობები წაუკითხეს. წაკითხულის ირგვლივ გიამართა დისკუსია - ისაუბრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენის სიწმინდეზე ზრუნვა. 

ღონისძიებას მშობლები, სკოლის წარმომადგენლები და ბიბლიოთეკის თანამშრომლები ესწრებოდნენ. როგორც მათ აღნიშნეს, ეს დღე ყველასთვის ემოციებითა და შთაბეჭდილებებით სავსე იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203