ხაშურის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები გარდაიქმნება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებად და დაიწყება განათლების ხარისხის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა; უზრუნველყოფილი იქნება ინკლუზია, აღსაზრდელების უსაფრთხოება და გაძლიერდება სტანდარტის შესრულების კონტროლი.
გაგრძელდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება და არსებულის გაუმჯობესება. აღმზრდელ-პედაგოგების ახალი
პროფესიული სტანდარტის შესაბამისად ამოქმედდება, კადრების მომზადებისა და გადამზადების სისტემა, ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვა.
„პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ნორმალურ აღზრდას, მათ ჰარმონიულ განვითარებას და სკოლისათვის მომზადებას, ბავშვთა აზროვნებას და ნებისყოფის ფორმირებას, მათ ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ და ესთეტიკურ აღზრდა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ხარისხიანი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესისათვის ხელშეწყობა;
ბაღებში ადაპტირებული ინფრასტრუქტურის შექმნითა და ინკლუზიური სწავლების დანერგვით, უზრუნველყოფილი იქნება თანაბარი ხელმისაწვდომობა. მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები HASPIS პროგრამის შესაბამისად“, - ნათქვამია დოკუმენტში.