განათლების მინისტრი მოსახლეობის განვითარების საბჭოს შემადგენლობაში იქნება - მთავრობა
„მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა საბჭოს შემადგენლობა:საბჭოს თავმჯდომარე იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მოადგილე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; წევრები კი იქნებიან საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და სპორტის, ასევე განათლებისა და მეცნიერების მინისტრები.
დოკუმენტი სრულად იხილეთ
ბმულზე.