2023 წლის საახალწლო სურვილები თოვლის ბაბუას დირექტორებისგან
27-12-2022


ახალი წლის დადგომას, ყველა, დიდი თუ პატარა მოუთმენლად ელოდება. ეს დღესასწაული თითოეული ადამიანისთვის ოცნებების ახდენასთან ასოცირდება. ბევრს სჯერა, რომ მთავარია გულწრფელად გინდოდეს და 31 დეკემბერს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად აგისრულდება. ახალი წლისა და სურვილების შესახებ საუბრისას კი პირველ პირგში, თოვლის ბაბუა გვახსენდება. საინტერესოა, სჯერათ, თუ არა მისი არსებობის, საჯარო სკოლის დირექტორებს და რა სურვილებს „გაუგზავნიდნენ“ მას.  ამ კითხვებზე პასუხის მისააღებად, Etaloni.ge-მ მათ მიმართა. როგორც აღმოჩნდა, დირექტორებს თოვლის ბაბუასთან „გასაგზავნი“ სურვილები ნამდვილად აქვთ, რომელთა ასრულებასაც მოუთმენლად ელოდებიან.

როზა ერისთავი, ვანის მუნიციპალიტეტის, ფერეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

თოვლის ბაბუას პირველ რიგში, ვთხოვ, ჯანმრთელობას და მშვიდობას მთელი ქვეყნისთვის. ასევე, მინდა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ლამაზი და წარმატებული მომავალი ჰქონდეთ. დიდი სურვილი მაქვს იმისა, რომ ყველა ადამიანს მშვიდობიან და გაბრწყინებულ ქვეყანაში ეცხოვროს.

იულო ხელაძე, ვანის მუნიციპალიტეტის, ფერეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვისურვებდი, თოვლის ბაბუას ბავშვებისთვის უდიდესი სიხარული, სიყვარული,  ბევრი საჩუქარი მოეტანოს. მინდა, რომ ეს წელი, ყველასთვის ბედნიერებითა და სიხარულით დატვირთული იყოს. უდიდესი სურვილი მაქვს, ის ადამინები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, შინ, ოჯახებთან მალე დაბრუნებულიყვნენ. სკოლის თითოეულ წარმომადგენელს კი ბევრ წარმატებასა და საინტერესო, სიახლეებით დატვირთულ წელს ვუსურვებ. 

არჩილ ჩხაიძე, თბილისის N103 საჯარო სკოლის დირექტორი:

2023 წლისთვის თოვლის ბაბუას ვთხოვ, რომ ყველას ოჯახში მშვიდობას დაესადგურებინოს. ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის კი ვისურვებდი, რომ სწავლის მიმართ სიყვარული გაუღვივდეთ და ბევრ წარმატებას მიაღწიონ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203