სამღერეთის საჯარო სკოლაში სოციალურ პროექტ „ადრეული ქორწინების“ პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზატორი სკოლის მასწავლებელი, ფატმან წულუკიძე გახლდათ.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ ადრეული ქორწინების უარყოფით მხარეებს.
მათ, ასევე, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
ღონისძიებას როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეთა მშობლები დაესწრნენ.
სკოლის დირექციის შეფასებით, მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები