9 მთავარი სიახლე, რომელიც ყველა მასწავლებელს 2023 წლიდან შეეხება
05-01-2023

2023 წელს პედაგოგიურ საზოგადოებას, ასევე სკოლის ხელმძღვანელები და ყველა თანამშრომელს გარკვეული ცვლილებები შეეხება. Etaloni.ge მოკლედ მოგახსენებთ იმ მთვარ საკითხებს, რომლებიც სასკოლო საზოგადოების თითოეულ წარმომადგენელს ეხება:

2023 წლიდან იზრდება პედაგოგების დეკრეტული შვებულების ანაზღაურება - ისინი დეკრეტის განმავლობაში სრულ ხელფასს მიიღებენ, ხოლო კერძო სკოლებში დასაქმებულებისთვის ერთჯერადი სახელმწიფო დახმარება 2000 ლარი გახდება.

დირექტორობის გამოცდა 22 იანვარს ჩატარდება ელექტრონულად - ყველა დეტალი

საჯარო სკოლების მასწავლებელთა დანამატი იზრდება 125 ლარით;

125 ლარით იზრდება მანდატურების ხელფასებიც;

საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასებს ზრდა 10%-ით შეეხება;

15-დან 18 ლარამდე იზრდება პროფესიული სასწავლებლების პედაგოთა საათობრივი ანაზღაურება;

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების წეში ცვლილებები შევიდა - ბრძანება

იწყება 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია დაახლოებით 300 მლნ ლარი; საჯარო სკოლებში მოეწყობა კომპიუტერული ლაბორატორიები;

სკოლაში დასაქმებული სოცმუშაკების ანაზღაურება, ასევე გაიზრდება 10%-ით.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203