ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს უფრთხილდებიან
18-04-2018
ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქციაში - „დაასუფთავე საქართველო“ მონაწილეობდნენ. 

მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან გაასუფთავეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქციის მიზანია გარემოს დასუფთავება და მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება. 

„მოზარდები აქციაში ხალისით ჩაერთვნენ და გარემო გულმოდგინედ დალაგეს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

სკოლა მსგავს აქციებში მონაწილეობას მომავალშიც გეგმავს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203