დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში 2-13 აპრილს გაიმართა დედა ენის კვირეული, რომელშიც მონაწილეობდა I-VIII კლასის მოსწავლეები.
მოეწყო კალიგრაფიული ნაწერებისა და ნახატების გამოფენა-კონკურსი.
გამოვლინდა კონკურსის გამარჯვებულებიც.
13 აპრილს კვირეული დასრულდა ღონისძიებით „ო, ენავ, ჩემო" ღონისძიებას ესწრებოდა თიანეთის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი ნუნუ წიწაკიშვილი გაერთიანების თანამშრომლებთან ერთად.