აქვს თუ არა მასწავლებელს უფლება, მოსწავლეთა სიმცირის გამო გაკვეთილი არ ჩაატაროს?
25-12-2022

2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრი 29 დეკემბერს სრულდება. 30 დეკემბრიდან  ზამთრის არდადეგები დაიწყება და 16 იანვრამდე გაგრძელდება.

სემესტრის ბოლო კვირას სკოლებში ყოველთვის შეიმჩნევა მოსწავლეთა სიმცირე. საახალწლო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ კი მოსწავლეთა დიდი ნაწილი სკოლაში აღარ დადის. ისეც ხდება, რომ სემესტრის ბოლო დღეებში კლასში სულ რამდენიმე მოსწავლე ცხადდება. ასეთ დროს შეუძლია თუ არა მასწავლებელს, რომ გაკვეთილი არ ჩაატაროს ან საერთოდ გააცდინოს?

მოსწავლეები სკოლაში ივლიან თუ არა, ამას მასწავლებლებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ისინი სკოლაში მაინც უნდა გამოცხდდნენ და სამსახურში იარონ იქამდე, სანამ არდადეგები ოფიციალურად არ დაიწყება. მასწავლებელს  არ აქვს უფლება, რომ დირექციასთან შეთანხმების გარეშე გააცდინოს გაკვეთილი მხოლოდ იმ მიზეზით, რომ კლასში მოსწავლეთა მცირე რაოდენობა გამოცხადდა.

მასწავლებელმა გაკვეთილი უნდა ჩაატაროს მაშინაც, თუ კლასში რამდენიმე მოსწავლე გამოცხადდება. რაც შეეხება გაკვეთილის თემას, ახალს ახსნის თუ ძველი მასალის განმტკიცებას გადაწყვეტს, ეს პედაგოგის არჩევანია.

დირექციას უფლებამოსილია, მოსწავლეთა სიმცირის გამო შეამციროს გაკვეთილების რაოდენობა, მაგრამ არ აქვს უფლება, რომ გაკვეთილები სრულად გააუქმოს და არდადეგები სამინისტროს მიერ დათქმულ თარიღზე ადრე გამოაცხადოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203