აკეთის საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილი, X კლასში, სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს მეშვეობით წარიმართა.
თემა გახლდათ: გარემო, რომელიც მოსწავლეთა თვითმმართველობას უწყობს ხელს.
მიზანი: მოსწავლეებმა ისწავლონ და სწორი დამოკიდებულება განუვითარდეთ დისკრიმინაციისა და სტერეოტიპული აზროვნების მიმართ.
გაკვეთილი იყო ინტერაქტიული, თანამედროვე მეთოდებზე მორგებული. მასწავლებელმა გამოიყენა საგანთაშორისო კავშირი. მოსწავლეები მსჯელობდნენ აღნიშნულ თემატიკაზე.
გაკვეთილს ესწრებოდა სამოქალაქო განათლების 32 მასწავლებელი და ''გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის'' წარმომადგენელი ინგა დუმბაძე.
გაკვეთილი ჩაატარა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ილია ვადაჭკორიამ. ღონისძიება ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ პროგრამის ,,მომავალი თაობა’’ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH international, პროგრამა ფინანსდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.