განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, 26 დეკემბერს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა ჩატარდება, სადაც განიხილება სამი სკოლის ავტორიზაციის საკითხი.
შპს ოქლიფის, ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის და ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს ფოთის წმინდა ნიკოლოზის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა ონლაინ-რეჟიმში მოხდება.
„ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით“, - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.
წარმოგიდგენთ ბმულს:
https://us02web.zoom.us/j/89843153062?pwd=SDFUd25VR21NcnJFbkU4L2QwaXRadz09