„ენა, მამული, სარწმუნოება“ - ქობულეთის N6 საჯარო სკოლის ღონისძიება
18-04-2018
ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლის ორგანიზებით ქობულეთის მუზეუმის კინოდოკუმენტალისტიკის დარბაზში ღონისძიება - „ენა, მამული, სარწმუნოება“ გაიმართა.
სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი პედაგოგის ეკა ცივაძის ხელმძღვანელობით ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს და მუსიკალურ- ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს.