მასწავლებლობის მაძიებელთა ნაწილმა ყველა საჭირო აქტივობა დაასრულა და შესაბამის გრაფაშიც ატვირთა, თუმცა საინტერესოა, როდის წარადგენენ დირექტორები პედაგოგებს და როდის მიენიჭებათ მათ უფროსის სტატუსი?
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, etaloni.ge-მ გაარკვია, რომ დეკემბრის ბოლოს საჯარო სკოლების ხელმძღვანელები მასწავლებლის სახლისგან მიიღებენ შესაბამის ინსტრუქციას, ხოლო 16 იანვრის შემდეგ მოხდება შეფასება და პედაგოგები სტატუსს მიიღებენ.
მასწავლებლის სახლის განმარტებით მაძიებლების წარდგენის შემდეგი ეტაპი ზაფხულში იქნება.