პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება
26-12-2022

„პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, იმ პირთა ჩამონათვალი, ვინც შესაძლოა გავიდეს სასერტიფიკაციო გამოცდაზე მხოლოდ უმაღლესი განათლების დამდასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

„იმ პირების მიმართ, რომელთაც უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ ბიზნესის ადმინისტრირების  მიმართულებებით – ბუღალტრული აღრიცხვა, მენეჯმენტი, ფინანსები და სოციალური მიმართულებით ეკონომიკის დარგში და კვალიფიკაცია მინიჭებული აქვთ 2005 წლის ჩათვლით, პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია 2024 წლამდე პირი სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაუშვას მხოლოდ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის საფუძველზე“, - ნათქვამია ბრძანებაში.

დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203